საპატრიარქო – მკვლელობის საქმეზე დაკავებული ბერი ანტონი ბერთას მამათა მონასტერში მსახურობდა

საპატრიარქო - მკვლელობის საქმეზე დაკავებული ბერი ანტონი ბერთას მამათა მონასტერში მსახურობდაბორჯომში მკვლელობის საქმეზე დაკავებული ბერი ანტონის შესახებ საპატრიარქომ ასეთი განცხადება გაავრცელა:

„ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ გუშინ ბორჯომში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით ერთ-ერთი ბრალდებულია ერთ დროს წალკის მამათა მონასტრის ბერი ანტონი (მაისურაძე). იგი წალკის სოფელ ბერთას მამათა მონასტერში 2008 წლიდან მსახურობდა, თუმცა რამდენიმე წელია თვითნებურად დატოვა მონასტერი და ცხოვრობდა შინ.

ვადასტურებთ, რომ ბერი ანტონი ნამდვილად იყო დაბარებული გამოკითხვაზე.

მიმდინარეობს გამოძიება. სავარაუდოდ, დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი“.