საფრანგეთში ქართველი მძარცველი დააკავეს – 30 წლის ლევანი ვენსენის ტყეში დააპატიმრეს

საფრანგეთში ქართველი მძარცველი დააკავეს - 30 წლის ლევანი ვენსენის ტყეში დააპატიმრესპარიზის პოლიციამ ვალ-დე-მარნში დააკავა ბინების მძარცველი, 30 წლის ქართველი მამაკაცი, სახელად ლევანი.

ფრანგული პრესა წერს, რომ ქართველი მძარცველი პირდაპირ დანავარდობდა. პოლიციას ლევანი ადრეც შემჩნეული ჰყავდა, მან 4-ჯერ გაძარცვა ბინა, მაგრამ, როგორც პროფესიონალი მძარცველი, სამართალდამცველებს ხელიდან უსხლტებოდა. 12 ივლისს ბანდიტიზმთან ბრძოლის ჯგუფის თანამშრომლებმა შენიშნეს, რომ ქურდი მაჟენტის ბულვარზე გამოჩნდა და დასეირნობდა, თან იქ მდებარე საიუველირო მაღაზიებში შედიოდა.

“იგი მაღაზიის მენეჯერებს ტელეფონით ფოტოსურათებს აჩვენებდა. მისმა მოქმედებამ გაგვიძლიერა რწმენა, რომ პიროვნებას აქვს რაღაც ნივთები, რომელთა გაყიდვა სურს”, – ამბობს წყარო გაზეთის კორესპონდენტთან საუბარში.

ლევანს მუდმივად უთვალთვალებდნენ. პირველ აგვისტოს იგი წმინდა გაბრიელის ქუჩაზე გავიდა, მანქანა ქვით ნაგებ საცხოვრებელ შენობასთან ახლოს, თვითონ ფეხით მივიდა და ირგვლივ არსებული მდგომარეობას შეისწავლა. ასე განმეორდა მეორე დღესაც.

3 აგვისტოს, წვიმიან ღამეს, პირველ საათზე ლევანი პრაქტიკულ მოქმედებაზე გადავიდა: იგი სახლის ფასადზე მოხერხებულად აძვრა, გააღო ფანჯარა და ოთახში შევიდა. 40 წუთის შემდეგ იგი სახლიდან გამოდის, მხარზე გადაკიდებული ჩანთით და ავტომანქანაში ჯდება. იგი ძალიან ფრთხილად მოძრაობს, პოლიციელები უკან მიჰყვებიან. ვენსენის ტყესთან, ბუჩქნარში ლევანი ნაქურდალს მალავს და მას ადგილზევე აპატიმრებენ.

სამართალდამცველებმა ლევანს ბრალი 5 ძარცვაში წაუყენეს, მოპარული ნივთების ღირებულება 100 ათასი ევროს აღწევს. ნაქურდალ ნივთებში გამომძიებლებმა პარიზელი მოსამართლის ნოუთბუქიც კი იპოვეს. იგი უკვე დაკითხეს, ეჭვმიტანილმა დანაშაული აღიარა.

სასამართლო მიმდინარე წლის 15 სექტემბერს უნდა გაიმართოს.

კვირის პალიტრა