“შანაი ბრუკის მკვლელს ჯოჯოხეთურ სიკვდილს მოვუწყობ” – ვის ემუქრება ავსტრალიელი ქალის მეგობარი

"შანაი ბრუკის მკვლელს ჯოჯოხეთურ სიკვდილს მოვუწყობ" - ვის ემუქრება ავსტრალიელი ქალის მეგობარისაქართველოში მოკლული ავსტრალიელი ქალის, შანაი ბრუკის მეგობარი შურისძიებას ააანონსებს. ცნობილი ლიბანელი დიჯეი, ელ საიდი  მიმართვას სოციალურ ქსელში ავრცელებს და ამბობს, რომ შანაის მკვლელზე შურს პირადად იძიებს და პოლიციის რეაგირებას არ დაელოდება.

“მე მაქვს ერთადერთი მისია  ცხოვრებაში ჯოჯოხეთური სიკვდილი მოვუწყო ადამიანს, რომელმაც  შანაის სიცოცხლე წაართვა, საერთოდ არ მაინტერესებს, გაატარებს თუ არა ის  დარჩენილ ცხოვრებას გისოსებს მიღმა, ამ ხალხს დავმარხავ ჩემი ხელით ვერაფერი შემაჩერებს.

ვაპირებდი საქართვლოში ჩასვლას დაუყონებლივ, თუმცა არ ვარ ვაქცინირებული და ქვეყნის დატოვების უფლება არ მაქვს”- ამბობს ლიბანელი ცნობილი დიჯეი ელ-საიდი.
მიმართვაში ლიბანელი დიჯეი შანაის  და მის გეგმებზეც საუბრობს. მისი თქმით, შანაისთან ერთად ცხოვრების გაგრძელებას საქართველოში თავადაც აპირებდა.

უცხოელი პრესა წერს, რომ შანაი ბრუკი ჯერ გააუპატიურეს, შემდეგ კი მოკლეს.

შანაი ბრუკი მოკლული მთაწმინდაზე იპოვეს, მას წამების კვალი ეტყობოდა, თუმცა   შსს-ს ამ დრომდე შანაი ბრუკის მკვლელობასთან დაკავშირებით განმარტება არ გაუკეთებია.

ტვ პირველი