“შეგიძლიათ ჩემთან იცხოვროთ” – რამოსმა მესის პარიზში თავისი სახლი შესთავაზა

"შეგიძლიათ ჩემთან იცხოვროთ" - რამოსმა მესის პარიზში თავისი სახლი შესთავაზაარგენტინელმა ფორვარდმა ლიონელ მესიმ პსჟ-სთან კონტრაქტის გაფორმების შემდეგ მიწვევა ახალი თანაგუნდელისგან, სერხიო რამოსისგან მიიღო.

როგორც El Pais-ი წერს, ერთ დროს მოსისხლე მტერმა და “რეალის” ყოფილმა კაპიტანმა “ბარსელონას” ყოფილ კაპიტანს მის სახლში ცხოვრება შესთავაზა.

“თუ შენ და შენს ოჯახს სასტუმროში ყოფნას სახლში ცხოვრება გირჩევნიათ, შეგიძლიათ ჩემთან იცხოვროთ.” – მისწერა ესპანელმა არგენტინელს.

რამოსი “რეალში” 2005 წლიდან თამაშობდა, ხოლო მესი “ბარსელონას” ღირსებას 2003 წლიდან იცავდა. ორივემ კლუბები 2021 წელს თავისუფალი აგენტის სტატუსით, კაპიტნების რანგში დატოვა.

სპორტალი