“შეიძლება სხვა ადამიანი მოკლა, მაგრამ მაინც უდანაშაულო იყო” – ამირან გიგუაშვილი

"შეიძლება სხვა ადამიანი მოკლა, მაგრამ მაინც უდანაშაულო იყო" - ამირან გიგუაშვილიადვოკატმა ამირან გიგუაშვილმა ფეისბუქში დაწერა:

“სხვათაშორის შეიძლება გვამიც იყოს, დანაშაულის იარაღიც, მოტივიც და მოწმეებიც. მეტიც ადამიანი აღიარებდეს, რომ მან მოკლა სხვა ადამიანი, მაგრამ მაინც უდანაშაულო იყოს. ეგეთი საინტერესო მეცნიერებაა სისხლის სამართალი. იმიტომ, რომ არსებობს აუცილებელი მოგერიების და უდანაშაულობის პრეზუმფციის ფუნდამენტური უფლებები. ხოდა რომ მიადექით ზვიადაურს და ათრევთ, ჯერ ჩვენს კონსტიტუციას თუ არ ჩახედავთ, ინგლისური ხომ იცით და ამერიკის და ინგლისის ისტორიულ აქტებს მაინც გადაავლეთ თვალი, სადაც ეგ უფლებები წმინდა და ხელშუხებელია.
პ/ს. საერთოდ არ ვიცნობ ზვიადაურს და გულწრფელად ვიზიარებ ორივე მხარის ტრაგედიას. უბრალოდ ზოგჯერ ვფიქრობ, ამ ქვეყანაში რა საჭიროა კანონები, მაინც არავინ კითხულობს, ისე გამოგიტანენ განაჩენს და ჩამოგკიდებენ სადმე მუხის ტოტზე, პოლიტიკური გემოვნების და საჭიროების მიხედვით. თალიბანი მეტი კი არაფერია.”