თამარ მიქაშავიძე – “პაატა შავაძე ფინანსური პოლიციის შემოყვანით მემუქრება”

თამარ მიქაშავიძე - "პაატა შავაძე ფინანსური პოლიციის შემოყვანით მემუქრება"თბილისის ციფრული სივრცის დამფუძნებელი ანტიკორუფციული პალატის ხელმძღვანელს და ადვოკატ პაატა შავაძეს, მუქარაში ამხელს.

თამარ მიქაშავიძე ამბობს, რომ შავაძემ თბილისის ციფრული სივრცის ინიციატივას – დააწესოს ფასდაკლებები ვაქცინირებული მოქალაქეებისთვის, დისკრიმინაცია და გენოციდი უწოდა.

მუქარის შემცველი წერილები მან დამფუძნებელს ფეისბუქის პირად გვერდზე მისწერა.

“ვციტირებ მოკლე მონაკვეთს: “მე გეუბნებით ამას, ანტიკორუფციული პალატის ხელმძღვანელი, პაატა შავაძე. თქვენთან შემოვიყვანთ ფინანსურ პოლიციას და ჩვენც შემოვალთ” – ეს არის სახელმწიფოს მხრიდან ზეწოლა, ან ვიღაც იყენებს სახელმწიფოს სახელს და ზეწოლას ახორციელებს კერძო ბიზნესზე. აღნიშნულთან დაკავშირებით, ვითხოვთ რეაგირებას სახელმწიფოს მხრიდან”,- თქვა თამარ მიქაშავიძემ.
თამარ მიქაშავიძემ მტკიცებულებები, ე.წ. ხმოვანი მესიჯები და სქრინები შინაგან საქმეთა სამინისტროში წარადგინა,

ის უწყებას შესაბამისი რეაგირებისკენ მოუწოდებს.

მთავარი