თამუნა ყურაშვილმა ფეისბუქში დაწერა:
“ყველაზე სამარცხვინო კომპანიაა ჯორჯიან ეარვეისი, სანის სპეც საჭმელი მომაქვს პარიზიდან, რამდენიმე კილოთი მეტი იყო, ხომ ამომაყრევინეს ყველაფერი, გადავანაწილე, რამდენიმე კილოთი მეტი იყო, მაინც არ გამომატარეს :)) მომიწია ბავშვთან ერთად გიჟივით სირბილი, ჩანთის ყიდვა, ცალკე გადახდა:))
მესმის, რომ ასეთი წესია. ალბათ ყველა ავიაკომპანიათი მიფრენია და ყოველთვის ითვალისწინებდნენ, მარიამი რომ სტუდენტი იყო, ნასწი რომ პატარა იყო, ბრიტანეთში, ამერიკაში, თურქეთშიც.
ისედაც ბილეთი ღირს ზუსტად ორჯერ მეტი, ვიდრე სხვა ავიაკომპანიის, მაგრამ რადგან პირდაპირი რეისი იყო, მოგვიწია ამ ავიაკომპანიით ფრენა.
ბოლოჯერ ვიყენებ მათ მომსახურეობას, სულ რომ სამი გადაჯდომა დამჭირდეს.
Georgian Airways.”

