თეა გვასალია – “ბარსელონაში მამამ შვილი მოკლა, მთელი კატალონია ამ არაადამიანს ეძებს…”

თეა გვასალია - "ბარსელონაში მამამ შვილი მოკლა, მთელი კატალონია ამ არაადამიანს ეძებს..."თეა გვასალიამ ფეისბუქში დაწერა:

ვინც თვლით, რომ ცუდი ამბები მარტო ჩვენთან ხდება, „აქ ცხოვრება არ ღირს“ და ერთი სული გაქვთ აქაურობას დააღწიოთ თავი, მოგიყვებით რა მოვისმინე დღეს, ესპანეთის პირველი არხის სამსაათიან საინფორმაციო გამოშვებაში:
1. ბარსელონაში მამამ მცირეწლოვანი შვილი მოკლა, იქამდე ბავშვის დედას, რომელიც მასთან განქორწინებას აპირებდა, დაემუქრა გაგამწარებო. ვიდეოკამერებმა დააფიქსირა, როგორ იპარება მკვლელი მამა ფანჯრიდან და ახლა კატალონიის მთელი პოლიცია ამ არაადამიანს ეძებს.
2. დენის გადასახადმა კატასტროფულ ზღვარს მიაღწია და მეგავატი საათში 122 ევრო ღირს, რაც 165%-ით მეტია იმ ფასზე, რასაც რიგითი ესპანელი შარშან ამ დროს იხდიდა.
3. მურსიის სანაპირო სავსეა ზღვიდან გამორიყული მკვდარი თევზებით. მიზეზი _ ეკოლოგიური კატასტროფა.
4. ტერუელი კოკისპირული წვიმების შედეგად დატბორილია, კამპო დე კრიპტანაში კი სეტყვამ 5000 ჰექტარი ვენახი დააზიანა
4. ახალი სასწავლო წლის დაწყებისთვის, 12-დან 19 წლამდე ასაკის ბავშვებში 16% არის აცრილი ორივე დოზით, 62% ერთი დოზით.
5. პენისკოლაში სამსართულიანი შენობის ჩამოინგრა და მინიმუმ ორი ადამიანია ნანგრევებში მოყოლილი.
გამოშვება ამინდის პროგნოზმა დააგვირგვინა, რომლის წამყვანმაც კასტილია-ლა მანჩაში ქარშხალი და ძლიერი სეტყვა იწინასწარმეტყველა.
კარგი ამბავი კი ისაა, რომ ესპანელთა 67%, ანუ 32 მილიონამდე ადამიანი სრულადაა ვაქცინირებული, რის პირდაპირპროპორციულადაც იკლებს გარდაცვლილთა რაოდენობა, გუშინ 50 მილიონიან ესპანეთში, კოვიდით 163 ადამიანი გარდაიცვალა, ოთხმილიონიან (არცკი) საქართველოში 58.”