წინანდლის ტყეში ზვიად ზვიადაური, ალიკა ცოცხალაშვილი და ნიკა კენჭოშვილი ჩაცხრილეს – ახალი დეტალები

წინანდლის ტყეში ზვიად ზვიადაური, ალიკა ცოცხალაშვილი და ნიკა კენჭოშვილი ჩაცხრილეს - ახალი დეტალები“კურიერის” ინფორმაციით, თელავში დღეს მოკლული სამი პირიდან ერთ-ერთი ოლიმპიური ჩემპიონის, ზურაბ ზვიადაურის ძმა, ზვიად ზვიადაურია.

მასთან ერთად ალიკა ცოცხალაშვილი და ნიკა კენჭოშვილი ჩაცხრილეს. შემთხვევა წინანდალში მოხდა, სროლას ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.

არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილებს შორის არის პირი, რომელიც ზვიადაურისა და მისი მეგობრის მისამართით ისროდა. კონფლიქტი კი ერთ-ერთ მშენებარე ობიექტზე დაიწყო, სადაც ზვიადაური და მისი მეგობრები მათი მეგობრის დასახმარებლად მივიდნენ.

სამივე პირი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

თელავის რეფერალურ საავადმყოფოში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს, რადგან მანქანა, სადაც სამი პირი ჩაცხრილეს, საავადმყოფოს ეზოში იმყოფება.