უცხოელებით სავსე მანქანა გოდერძის უღელტეხილზე გადავარდა – ვიდეო

უცხოელებით სავსე მანქანა გოდერძის უღელტეხილზე გადავარდა - ვიდეოგუშინ, 24 აგვისტოს, გოდერძის უღელტეხილზე, გზის სავალი ნაწილიდან ავტომობილი ხევში გადავარდა.

მანქანაში საუდის არაბეთის 3 მოქალაქე იმყოფებოდა, ცოლ-ქმარი და მათი 8 წლის ბავშვი. დაიღუპა 31 წლის ქალი.

სოციალურ ქსელში გავრცელდა ავარიის ამსახველი ვიდეოკადრები, საიდანაც ჩანს, როგორ გადავარდა მანქანა ხევში და როგორ ამოტრიალდა ის არაერთხელ.

შინაგან საქმეთა სამინოსტრომ გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსოპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.