ნუგზარ სულაშვილმა ფეისბუქში დაწერა:
“მოსკოვიდან დამირეკა… ხმამაღლა ქვითინებდა: მამა მომიკვდა და გზის ფული არ მაქვსო…
საშინელებაა კაცის ქვითინი…
გზის თანხაც გავუგზავნე და სახარჯოც…
ორი წლის მერე, მე გარდამეცვალა მამა…
ვდგავარ პანაშვიდზე… ვიღებ სამძიმრებს და!!!
ხელს მართმევს ჩემი ნაცნობის გარდაცვლილი მამა…
ბევრი არაფერი დამაკლდა მამაჩემს რომ არ გავყოლოდი
ჰოდა ეს ნაბიჭვარი აფერისტი, ანტივაქსერების ჯგუფში ჩემს ლანძღვა გინებას ალაიქებს და აკომენტარებს – აფერისტიაო
რომ დავწერე მისი ისტორია, კომენტარი სასწრაფოდ წაშალა და დამბლოკა”

