ზესტაფონმა დიდი ადამიანი დაკარგა – ბადრი ბურჯანაძე გარდაიცვალა

ზესტაფონმა დიდი ადამიანი დაკარგა - ბადრი ბურჯანაძე გარდაიცვალანიკა ქავთარაძემ ფეისბუქში დაწერა:

“ბადრი ბურჯანაძე
ალბათ არ არის ზესტაფონში ოჯახი, რომელმაც ეს სახელი და გვარი არ იცის.
ალბათ არ არის ზესტაფონში ოჯახი, რომელსაც ამ ადამიანის ჩადენილი სასწაულები არ სმენია.
დიდი ადამიანი
დიდი ექიმი
დიდი ქირურგი
მეგობრობის, პროფესიონალიზმის, ქართველიბის, იმერლობის, ზესტაფონელობის სიმბოლო.
ზუსტად იცოდა, რომ მისი ჯანმრთელობა კორონას ვერ გადაიტანდა…
ვუსამძიმრებ ოჯახს.
ვუსამძიმრებ ახლობლებს.
ვუსამძიმრებ ზესტაფონს.
ვუსამძიმრემ სამედიცინო საზოგადოებას.
ვუსამძიმრებ მთელ საქართველოს.
ძალიან მიყვარდა
უამრავი საათი გაუტარებია ჩვენ ოჯახში.
მამას მეგობრებიდან ერთერთი გამორჩეული იყო და ძალიან მეტკინა გული
გაანათლოს ღმერთმა…”