ზესტაფონში ბებიაზე ძალადობისთვის ზვიად ცერცვაძე დააკავეს

ზესტაფონში ბებიაზე ძალადობისთვის ზვიად ცერცვაძე დააკავესზესტაფონში მოხუც 82 წლის ბებიაზე ძალადობაში ბრალდებული შვილიშვილი დააკავეს.- ამის შესახებ ინფორმაციას “ტელეკომპანია“ ფორმულა ავრცელებს.

ხანდაზმულის თქმით, 30 წლის ზვიად ცერცვაძე სრულიად უმიზეზოდ სცემს და უყვირის, სარგებლობს მისი საპენსიო ბარათითაც, აღებულ თანხას კი ფლანგავს.

ოჯახში ძალადობის ფაქტის შესახებ იცოდა სოფლის გამგებელმაც. მისი თქმით, პოლიციას ერთხელ უკვე შეატყობინა და ზვიად ცერცვაძე გაფრთხილეს. გამგებელმა ისიც იცოდა, რომ შვილიშვილი ბებიის პენსიის ბარათით სარგებლობდა. აკაკი მახათაძის თქმით, ციალა ქათამაძეს თავშესაფარში გადასვლა შესთავაზა, მაგრამ მოხუცმა უარი განაცხადა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ შეტყობინების მიღებისთანავე რეაგირება მოხდა და კაცი დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ძალადობას გულისხმობს.

პრაიმ ტაიმი