ანა დოლიძე – “გახარია-კალაძე-მელიას ქართულ-ჯიგრულ პონტში ყავა უნდა მოვუდუღო ალბათ”

ანა დოლიძე - "გახარია-კალაძე-მელიას ქართულ-ჯიგრულ პონტში ყავა უნდა მოვუდუღო ალბათ"ანა დოლიძემ ფეისბუქში დაწერა:

“მინდა, ვუპასუხო ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას დისკრიმინაციულ განცხადებას დებატების მოწყობასთან დაკავშირებით. ცოტა ხნის წინ მან გამოიწვია კახა კალაძე და ნიკანორ მელია დებატებში. ძალიან საინტერესო განცხადება იყო. ეტყობა მე, როგორც ქალს, მისგან გაცხადებულ ქართულ-ჯიგრულ პონტში მეკუთვნის ალბათ მხოლოდ ეს როლი, კაცები რომ შეიკრიბებიან, ყავა უნდა მოვუდუღო და მივართვა.

სხვაგვარი ახსნა ამ განცხადებისა შეიძლება ასე, გარდა იმისა, რომ გახარია დაინტერესებულია, ჩემი ჭაჭანება არ იყოს საჯარო დებატებში, მას 10 კითხვა საჯაროდ დავუსვი, რომელიც ეხებოდა სასამართლოს, ნამოხვანჰესს, აზარტული თამაშების მფარველობას, არც ერთი კითხვა არ იყო პასუხგაცემული, გარდა იმისა, რომ ასეთი დამოკიდებულება არის ქალების მიმართ მისი მხრიდან, რომ ქალს რა ადგილი აქვს სერიოზულ დისკუსიაში მამაკაცებს შორის, ქალის როლი არის ან ყავის მოდუღება, ან კერძის მომზადება, ან კიდევ გაშველება, თუ სიტუაცია დაიძაბება.

მთავარი მიზეზი, რატომ არ ვარ წარმოდგენილი მამაკაცთა შორის დებატებში არის ის ფაქტი, რომ ყველაზე საშიში ის სიმართლეა, რომელსაც მე მოვიტან ამ დებატებში. არ არსებობს ინტერესი, არ არსებობს პოლიტიკური ძალა, არც კალაძე, არც მელია, არც ,,ოცნების” ნატეხი გახარია, რომელსაც შეუძლია დაუპირისპირდეს იმ სიმართლეს, რასაც ამ დებატებში მე მოვიტან”