ანა დოლიძე – “თბილისის ცენტრში პერსონალი ან ინგლისურად მომმართავს ან რუსულად, ქართული არ იციან”

ანა დოლიძე - "თბილისის ცენტრში პერსონალი ან ინგლისურად მომმართავს ან რუსულად, ქართული არ იციან"ანა დოლიძემ ფეისბუქში დაწერა:

“უკვე მერამდენე დაწესებულებაში შევდივარ თბილისის ცენტრში, სადაც პერსონალი უცხოელია და ქართულად არ საუბრობს. მომმართავენ ან რუსულად ან ინგლისურად და ამბობენ, რომ ქართული არ იციან. ჰელოუ?! ორივე ენა მშვენივრად ვიცი და უცხო ენების ცოდნას რა ჯობია, მაგრამ ქართული არსად წასულა და არც ჩვენ გავქცეულვართ აქედან. რატომ უნდა ვიგრძნოთ თავი ჩვენ ქალაქში უცხოდ?! სახელმწიფო ენა არის ქართული. ამჯერად არ დავწერ ადგილებს, თუმცა შემდეგში აუცილებლად. #ილაპარაკექართულად”