“არ მჯერა, რომ ნიკო კვარაცხელიას მკვლელობაში კაკულიას შვილები ურევია” – ავთო გოგიჩაიშვილი

"არ მჯერა, რომ ნიკო კვარაცხელიას მკვლელობაში კაკულიას შვილები ურევია" - ავთო გოგიჩაიშვილინიკო კვარაცხელიას მკვლელბის შესახებ ავთო გოგიჩაიშვილმა ფეისბუქში დაწერა:

“არ მჯერა მე ვერსიის, რომ ეს მამის მკვლელობის გამო შურისძიებაა. ეს ვერსია შეიძლება ბევრს აწყობს და პირველ რიგში დღევანდელ, სამშობლოს მოღალატე და რუსეთის სპეცსამსახურებთან მოკურკურე ხელისუფლებას და სულაც რუსეთში მოფიქრებული და ორგანიზებული მგონია ეს ამბავი.

რაღა ოცი წლის შემდეგ გაახსენდათ კაკულიას შვილებს, რომ გია კვარაცხელიას შვილი ყავდა?
მერე რომელ გაგებაში წერია მამის საქციელის გამო შვილის მოკვლა? ისიც სავარაუდო საქციელის, ბოლომდე დაუმტკიცებელის და დაუდგენელის?
ეს შეიძლებოდა მომხდარიყო კოლუმბიაში ან პუერტო რიკოში, მაგრამ არა საქართველოში და მით უმეტეს იმ გაგების ხალხში, რომლებსაც მიაწერენ ამ დანაშაულის ჩადენის მოტივაციას.

არ არის ეს “ქურდული”, არც კაცური და, მით უმეტეს, არც ქართული. მენტალიტეტია უბრალოდ სხვა, ქართველი ამას არც გაივლებდა თავში და არც ჩაიდენდა. უბრალოდ ამ მკვლელობის შემკვეთნი და დამგეგმავნი ცუდად გვიცნობენ, არ ესმით, რომ ჩვენ სხვა მენტალობის ხალხი ვართ და არა სტეპების ურდოს შთამომავლები.
ჩვენ ბოლომდე არ გვაქვს გააზრებული თუ რა პროექტის ავტორი იყო ნიკა და ჩვენი ქვეყნისთვის რა მნიშვნელობის სტარტაპის პრეზენტაცია იგეგმებოდა მკვლელობის მომდევნო დღეს. ნიკა წარმოებაში უშვებდა ალტერნატიულ “ფეისბუქს”. ის წარმოუდგენელი ცივილიზაციური ნახტომი იქნებოდა საქართველოსთვის.
ახლა ვიფიქროთ, ვის არ აწყობდა ეს და დასკვნები თავისთავად მოვა.
მე არ ვამტკიცებ, რომ უშუალო შემსრულებლები არ იყვნენ ისინი, ვისაც პოლიცია ეძებს, მაგრამ მოტივაცია და დამკვეთი სულ სხვაა, ვიდრე ის, რასაც გვჩრიან და თან ასე “თათარიახნად”, მეორე დღესვე, რაც არ ჩვევიათ ხოლმე.”