გერმანიაში მოღვაწე ქართველმა ექიმმა თამარ ჟამურაშვილმა ფეიბუქში დაწერა:
„აუცრელებს 17-ჯერ უფრო ხშირად უვითარდებათ კოვიდის შედარებით მძიმე ფორმა და სჭირდებათ ჰოსპიტალიზაცია ვიდრე აცრილებს!! 29.08.-ში დაიდო ახალი კვლევის preprint ვერსია. მონაწილეობა მიიღო ამერიკის 250-ზე მეტმა კლინიკამ. გამოკვლეულ იქნენ 37 000-ზე მეტი 18-ზე უფროსი ასაკის კოვიდპაციენტები. კვლევა ჩატარდა 01.01-დან 30.06.21-მდე და ეს ნიშნავს, რომ დელტა შტამის მონაცემებიც მოიცვა.
დასკვნა: 18 წელზე უფროს პოპულაციაში აუცრელებს საშუალოდ 17-ჯერ უფრო ხშირად დასჭირდათ ჰოსპიტალიზაცია, ვიდრე აცრილებს ანუ 17-ჯერ უფრო ხშირი იყო მძიმე ფორმის კოვიდი აუცრელებში, ვიდრე აცრილებში!
დავყოთ ასაკობრივ ჯგუფებად, რადგან ბოლო დღეებში სრულიად ერი ლაპარაკობს ისრაელის ერთ-ერთ კვლევაზე, რომელმაც 50 წელზე ახალგაზრდა ხალხში აცრილებსა და აუცრელებს შორის დიდი სხვაობა ვერ ნახა.
18-49 წწ. >>23-ჯერ მაღალი ჰოსპიტალიზაციის აუცილებლობა აუცრელებში
50-64 წწ.>> 22-ჯერ მაღალი ჰოსპიტალიზაციის აუცილებლობა აუცრელებში
> 65წ >> 13-ჯერ მაღალი ჰოსპიტალიზაციის აუცილებლობა აუცრელებში
ჩემი კომენტარი: ახალგაზრდებს, ისევე, როგორც ასაკოვნებს, სჭირდებათ ვაქცინაცია!!
პირბადე, დისტანცია, ვაქცინაცია – გვიცავს!!“
ინფო რუსთავი

