ბათუმში, სასტუმრო სანაპიროს ეზოში, 49 წლის მამაკაცი გარდაიცვალა

ბათუმში, სასტუმრო სანაპიროს ეზოში, 49 წლის მამაკაცი გარდაიცვალა9 სექტემბერს ბათუმში, კოვიდ სასტუმრო სანაპიროს ეზოში 49 წლის კოვიდინფიცირებული კაცი გარდაიცვალა.

– კოვიდიანი პაციენტი, რომელმაც ალკოჰოლური სასმელიც მიიღო ნომერში, გაიქცა სასტუმროს შენობიდან, ეზოში წაიქცა და გულის შეტევით გარდაიცვალა. როდესაც ნახეს ფაქტი და მივიდნენ, უკვე გარდაცვლილი იყო, – ამბობს ენმ-ს წევრი, ბესო ქათამაძე.

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, პაციენტს კოვიდ სასტუმროში შეყვანისთანავე განუვითარდა სავარაუდოდ ეპილეფსიური გულყრა გონების დაკარგვის ეპიზოდით, მას ადგილზე გაეწია შესაბამისი სამედიცინო დახმარება, თუმცა გატარებული ღონისძიებების მიუხედავად დაფიქსირდა გარდაცვალება.