ბრაზილია-არგენტინის მატჩი ბრაზილიის ჯანდაცვის სამინისტრომ შეწყვიტა

ბრაზილია-არგენტინის მატჩი ბრაზილიის ჯანდაცვის სამინისტრომ შეწყვიტასამხრეთ ამერიკაში მიმდინარე მსოფლიოს საკვალიფიკაციო ეტაპის მე-6 ტურის ცენტრალური შეხვედრა, რომელიც ბრაზილიასა და არგენტინას შორის უნდა გამართულიყო მატჩის დაწყებისთანავე, მე-8 წუთზე ჩაიშალა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სამხრეთამერიკული კლასიკო ბრაზილიის ჯანდაცვის წარმომადგენლებმა და პოლიციამ ჩაშალეს, ამის მიზეზი კი 4 არგენტინელი ფეხბურთლის, ემილიანო მარტინესის, კრისტიან რომეროს, ემი ბუენდიასა და ჯოვანი ლო სელსოს დეპორტაცია და პროტოკოლის დარღვევის გამო ქვეყნიდან გაძევების მოთხოვნა გახლდათ.

ფაქტი ერთია, თამაში ჩაიშალა, ბრაზილიის წარმომადგენლები ფიფას საქმიანობაში ჩაერივნენ, ყველაფერს თავისი წესი აქვს, დიდი ალბათობით, ამის გამო ისინი სასტიკად დაისჯებიან.

სპორტალი