“დაჭრილი ნიკა გონზე იყო, არ ვიცი, ვინ იყო და რა უნდოდაო” – რას ყვება მოწმე, რომელმაც ნიკა კვარაცხელია კლინიკაში წაიყვანა

"დაჭრილი ნიკა გონზე იყო, არ ვიცი, ვინ იყო და რა უნდოდაო" - რას ყვება მოწმე, რომელმაც ნიკა კვარაცხელია კლინიკაში წაიყვანა“პირველებმა” ფიქრის გორაზე ჩაცხრილული 22 წლის ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმის მთავარი მოწმე ჩაწერა.

შემზარავი ამბის თვითმხილველი “პირველებს” უყვება, რომ 9 ტყვიით დაჭრილი ახალგაზრდა საავადმყოფოში საკუთარი მანქანით წაიყვანა. კვარაცხელია კლინიკაში მიყვანამდე გონზე იყო.

მსხვერპლი ამბობდა, რომ თავდამსხმელს არ იცნობდა და არ იცოდა, რატომ გაწირეს სასიკვდილოდ.

– ოფისში ვმუშაობდი, როცა სროლის ხმა გავიგე, იდენტიფიცირება მოვახდინე, რომ სავარაუდოდ გასროლა მოხდა პისტოლეტიდან. დაახლოებით ერთ წუთში უკვე დაჭრილთან ვიყავი. დავინახეთ, რომ ძირს ეგდო, დაჭრილის ავტომობილით გადავიყვანეთ კლინიკაში, – აცხადებს თვითმხილველი.
მისი თქმით, კვარაცხელიას ავტომობილს 2 ნატყვიარი ეტყობოდა, თავად დაჭრილი კი სასწრაფო დახმარებას ითხოვდა:

– გონზე იყო, თავიდან სასწრაფო დახმარება ითხოვა. კონტაქტური იყო, სახელი და გვარი ვკითხეთ. ამბობდა, არ ვიცი,  ვინ იყო და რა უნდოდაო… მხოლობითში საუბრობდა ძირითათად, – უთხრა მედიას საქმის მთავარმა მოწმემ.
მოკლული ნიკა კვარაცხელია ცნობილი კანონიერი ქურდის შვილია. ადგილობრივები არ გამორიცხავენ, რომ მკვლელობის მოტივი სწორედ მამის საქმიანობას და შურისძიებას უკავშირდება.

ტვ პირველი