ია თაიამ ფეისბუქში დაწერა:
“ალბათ, სიკვდილი არ გვეწერა… მანქანით გავიარეთ. სულ რაღაც წამებში მოზვავდა ამხელა ვერხვი. შოკში ვარ. დღეს ერთი ოჯახი გადარჩა სრულიად ამოწყვეტას.
ეს ის ადგილია, სადაც ყოველდღიურად უამრავი ადამიანი მიდის კოვიდ ტესტის გასაკეთებლად – ყვარლის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახური. იგივე, ძველი, ღვთისგან და კაცისგან ერთნაირად დავიწყებული, ერთდროს საუკეთესო საავადმყოფოს ტერიტორია. ახლა ყველანაირად გავერანებულ- გაპარტახებული.
ღმერთო, მხოლოდ შენ გმადლი…
აბა ქვეყანა აღარაა. ეს არი ყანა.”

