დიდი სპეცოპერაცია გორსა და ხაშურში – დააკავეს 10 ადამიანი

დიდი სპეცოპერაცია გორსა და ხაშურში - დააკავეს 10 ადამიანიმასშტაბური სპეცოპერაცია შიდა ქართლში – საერთო ჯამში დაკავებულია 10-ზე მეტი პირი. მათ ბრალად ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირი ედებათ. სპეცრაზმის წარმომადგენლებმა რამდენიმე ადამიანი გორში, სხვადასხვა ადგილზე, ერთმანეთის პარალელურად, გამთენიისას აიყვანეს.

სპეცოპერაციის ერთი ნაწილი გორში უკვე დასრულებულია, თუმცა ოპერაცია ამ წუთებში უკვე ხაშურში გრძელდება. კერძოდ კი ნოდარ მუმლაძის სახლთან.

ნოდარ მუმლაძე იყო ე.წ. კანონიერი ქურდი, რომელიც 1993 წელს ჩაცხრილეს. სწორედ მისი ვაჟი დააკავეს დღეს სამართალდამცველებმა.

ოჯახის წევრების განცხადებით, მას ქურდულ სამყაროსთან არავითარი კავშირი არ ჰქონია, ცხოვრობს ბერებთან და არავითარი კანონსაწინააღმდეგო ქმედება არ ჩაუდენია.

“მთელი ცხოვრებაა იმას ცდილობს, რომ ციხეში არ მოხვდეს და მამის გზაზე არ დადგეს. ეს რა გამიკეთეთ, ეს რა მიქენით,” – აცხადებს დაკავებულის დედა.

გორში დილის საათებში ჩატარებულ სპეცოპერაციისას სამართალდამცავებმა 56 წლის მამაკაცი, კუკური ნოზაძე აიყვანეს. “კურიერის” ინფორმაციით ბრალი აქაც უცვლელია – ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირი.

შსს-ს ამ დრომდე ინფორმაცია არ გაუვრცელებია. “კურიერის” ინფორმაციით, კი გამოძიება 223-ე მუხლის 4 ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ქურდულ სამყაროსთან კავშირს, მისი საქმიანობის ხელშეწყობასა ან კანონიერი ქურდისადმი მიმართვას გულისხმობს. დანაშაული 9-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

რუსთავი 2