ექიმი სოფო ბერიძე ფეისბუქზე წერს:
„ეს გოგო აღარ არის…
არ მეგულება ჩვენს რეგიონში ადამიანი, ვისთვისაც ლელას დახმარება არ გაეწიოს. დაუზარელი, თავისი საქმის უბადლო პროფესიონალი, კეთილშობილი და სულგრძელი…
მთელი პანდემიის მანძილზე, ლაბორატორიიდან არ გამოსულა… კოვიდის არა, მაგრამ პანდემიის დამანგრეველი ძალის მსხვერპლია თავადაც… პირდაპირი თუ არაპირდაპირი…
ასეთი ლელა დაკარგა სრულიად აჭარამ…“
ახალგაზრდა ექიმი ლელა შაშიკაშვილი კორონავირუსით გარდაიცვალა.

