“გახარიამ ავსტრიაში ნარკოშემოწმება ნევროპათოლოგთან ჩაიტარა” – ლევან ნიკოლეიშვილი

გახარიას ინფორმაციას ვენის კლინიკაში ნარკოტესტის ჩატარების შესახებ ლევან ნიკოლეიშვილი ფეისბუქში ასე გამოეხმაურა:

“გახარიამ გუშინ დიდი ზარ – ზეიმით გამოდო რაღაც დოკუმენტი, ავსტრიაში კვლევა ჩავიტარე და ნარკოტიკებთან შეხება არ მაქვსო. ამ ბლეფზე ოდნავ მოგვიანებით საინტერესო ინფორმაციას მოგაწვდით, მაგრამ მანამდე მაინც რომ იცოდეთ, ნარკოლოგიური შემოწმება ნევროპათოლოგთან ჩაიტარა.”