განმუხურში ბიზნესმენის მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები გახდა ცნობილი.
“კურიერის“ ცნობით, განმუხურში ბიზნესმენი ვლადიმერ ვახანია მოკლეს. გარდაცვლილს სასიკვდილო ჭრილობები დანით აქვს მიყენებული.
ბიზნესმენი განმუხურში საკუთარ სახლში იმყოფებოდა, როდესაც მას ახლობელი მამაკაცი ცივი იარაღით დაესხა თავს.
მკვლელობაში სავარაუდო ბრალდებული უკვე იდენტიფიცირებულია. ამ წუთებში, ზუგდიდში საგამოძიებო მოქმედებები და ინტენსიური დაკითხვები მიმდინარეობს.
ვლადიმერ ვახანია ბიზნესსაქმიანობას, ძირითადად, რუსეთში ეწეოდა.
ის 2009 წელს ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტზე დააკავეს.
ვახანია წარსულში ზუგდიდის მერის არჩევნებშიც მონაწილეობდა.

