გიორგი კანდელაკი – “მინისტრ ტიკარაძის განცხადებები ვაქცინაციაზე ძალზე მისასალმებელია”

გიორგი კანდელაკი - "მინისტრ ტიკარაძის განცხადებები ვაქცინაციაზე ძალზე მისასალმებელია"ინფექციონისტმა გიორგი კანდელაკმა ფეისბუქში დაწერა:

“ბოლო დღეებში ჯანდაცვის მინისტრის განცხადებები ვაქცინაციასთან დაკავშირებით ძალზე მისასალმებელია.

აბსოლუტურად ჯანსაღი ხედვაა დაფიქსირებული, რომ ვაქცინაცია მიმართული უნდა იყოს მიზნობრივ ჯგუფებზე (ასაკოვნები, ქრონიკული თანმხლები დაავადებების მქონენი, იმუნიტეტ-დაქვეითებულნი) და რაც მთავარია არ უნდა იყოს მანდატორული.

სწორედ ეს პრინციპები გავაჟღერეთ ერთი კვირის წინ ჩვენს პოსტებში (დეტალური ანალიზისთვის იხილეთ ჩვენი ფეისბუქ-პოსტი: „როგორ ვხედავთ ვითარებიდან ოპტიმალურ გამოსავალს“).

კარგია, როდესაც სახელმწიფო უსმენს ხალხს და არ უპირისპირდება მას. ხალხს უნდა შევთავაზოთ არა ძალადობა და საბჭოთა პროპაგანდა, არამედ ნებაყოფილობითი, თარგეთირებული ვაქცინაცია, სრული და დეტალური ინფორმირებული თანხმობის პირობებში. იმედია, რომ ეს განცხადება არის გააზრებული პოლიტიკის ნაწილი და უახლოეს ხანებში შეწყდება ზეწოლა სტუდენტებზე, პედაგოგებზე, სახელმწიფო უწყების მოხელეებზე და მთლიანად ჩვენს საზოგადოებაზე.”