გიორგი მიქაუტაძემ ლოკერენს 3 გოლი გაუტანა

გიორგი მიქაუტაძემ ლოკერენს 3 გოლი გაუტანაბელგიის თასის პირველ რაუნდში “სერენმა” სტუმრად 3:0 დაამარცხა ქვედალიგური “ლოკერენ-ტემსე” და გათამაშების შემდეგ ეტაპზე გავიდა – ჰეთ-თრიკი საქართველოს ნაკრების 20 წლის თავდამსხმელმა გიორგი მიქაუტაძემ შეასრულა.

მიქაუტაძემ გოლები მე-7, 44-ე და 88-ე წუთებზე გაიტანა.

შეგახსენებთ, გიორგი “მეციდან” “სერენში” იჯარით ახლახან დაბრუნდა, “სტანდარდთან” ჟუპილერ ლიგის მე-7 ტურში მეორე ტაიმში შევიდა შეცვლაზე და ორი კარგი მომენტი ვერ გამოიყენა.

მაშინ მას გუნდთან ერთად მხოლოდ ერთი ვარჯიში ჰქონდა ჩატარებული.

შემდეგ მატჩს “სერენი” ჩემპიონატზე 19 სექტემბერს გასვლაზე “ანტვერპენთან” გამართავს.

სპორტალი