„ანტივაქსერები მთელი მსოფლიოდან ხდებიან თავისივე ბრძოლის მსხვერპლნი“, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ჯანდაცვის დამოუკიდებელი ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე წერს.
„დღეს კოვიდით გარდაიცვალა კიდევ ერთი, ყველაზე დიდი და ყველაზე აქტიური ანტივაქსერი ისრაელში, ბატონი ჰაი შოულიანი, ამერიკაში ქალბატონი ვერონიკა ვალსკი და ასევე ამერიკაში კოვიდით გარდაიცვალა 4 წლის ულამაზესი ანგელოზი გოგო, კელი კოოკი.
ამ პატარა გოგონას დედა ანტივაქსერი იყო და ახლა ნანობს, მაგრამ უკვე გვიან არის.
არ ერთი სოციალურ ქსელში ცნობილი ანტივაქსერი გარდაიცვალა კოვიდით (მსოფლიო სხვადასხვა ქვეყანაში) ამ ბოლო დროს, დელტა ვარიანტი არავის ინდობს, მას არ აინტერესებს ადამიანის ასაკი, ეროვნება, რელიგია თუ ვაქცინების მიმართ შეხედულება.
ეს ვირუსი არის ვერაგი”, – წერს გიორგი ფხაკაძე.
პრაიმ ტაიმი