გიორგი ფხაკაძე – “სასიხარულო ამბავი სინოვაკის ვაქცინით აცრილებისთვის”

გიორგი ფხაკაძე - "სასიხარულო ამბავი სინოვაკის ვაქცინით აცრილებისთვის"გიორგი ფხაკაძემ ფეისბუქში დაწერა:

საკმაოდ სასიხარულო ამბავია სინოვაკის ვაქცინით აცრილებისთვის.
პირველად, ამ ბოლო დროს, მივიღეთ ადეკვატური კვლევის შედეგები სინოვაკის ვაქცინასთან დაკავშირებით. კვლევა ჩატარდა მალაიზიაში. 7,200,000 ადამიანის მონაცემები
შესწავლილ იქნა და დადგინდა, რომ მხოლოდ 0.011%-ს დაჭირდა რეანიმაცია (ეს არის ვაქცინის ეფექტურობის საუკეთესო მაჩვენებელი ). ასევე, კვლევამ აჩვენა, რომ ფაიზერი უფრო ეფექტურია. მხოლოდ 0.002%-ს დაჭირდა რეანიმაცია (6.5 მილიონის მონაცემები).
დასკვნა:
საქართველოში არსებული ყველა კოვიდვაქცინა არის უსაფრთხო
საქართველოში არსებული ყველა კოვიდვაქცინა გიცავთ რეანიმაციისგან (ყველაზე კარგად- ფაიზერი, დანარჩენებსაც არა უშავს)
საქართველოში არსებული ყველა კოვიდვაქცინა გიცავთ სიკვდილისგან (ფაიზერი – 98.8%, დანარჩენებსაც არა უშავს)
მსოფლიოში დღესდღეობით გამოყენებული 17 ვაქცინიდან არცერთი არ გიცავთ კოვიდისგან 100% -ით. ვაქცინა არ არის უკვდავების ელექსირი
აიცერით დროზე და გახსოვდეთ, რომ სამედიცინო პირბადე აუცილებელია აცრილებისთვის და აუცრელებისთვის, დაიცავით დისტანცია და აერიდეთ ხალხმრავალ ადგილებს, დაიბანეთ ხელები ხშირად, გაანიავეთ შენობები ყოველ 10-15 წუთში და იყავით პოზიტიურ განწყობაზე
არ გაავრცელოთ ვირუსი, გაავრცელეთ სიყვარული.”