გიორგი ფხაკაძე – “უმუშევარი ბონდო და ჟუჟუნა მეკითხებიან, რა არის შიგ…”

გიორგი ფხაკაძე - "უმუშევარი ბონდო და ჟუჟუნა მეკითხებიან, რა არის შიგ..."გიორგი ფხაკაძემ ფეისბუქში დაწერა:

“ფილოლოგი მეუბნება, შენთან ლაივი მინდა ვაქცინაციასთან დაკავშირებითო… (?!)
სპორტსმენი მეუბნება, იმუნიტეტი მიცავს და ამიხსენით, რათ მინდა ეს ვაქცინაო?!
მსახიობი მიმტკიცებს, რომ ვაქცინაში არის რაღაც ქიმიკატი და ამიხსენიო…(?!)
ვაიპოლიტიკოსები დებატებში მიწვევენ ვაქცინაციასთან და ვაქცინებთან დაკავშირებით…(?!)
ბებო მარო (სკოლა – 8 კლასდამთავრებული) მეუბნება, ამიხსენით, ვაქცინაში რა არისო….(?!)
უმუშევარი ბონდო და ჟუჟუნა მეკითხებიან, რა არის შიგ (ვაქცინას გულისხმობენ)?!
ახალგაზრდა კოლეგა მეუბნება, შენ რა იცი, ამდენს რომ საუბრობო და საერთოდ ეს შენი პუბლიკაციები ნაგავიაო (ერთი ახალგაზრდა, რომელიც, სხუათა შორის, ევროპაში აგრძელებს სწავლას) და ერთი, რძე რომ არ შეშრობია ტუჩებზე, საერთოდ “ჭკუას მასწავლის” და იძახის, რომ მე დეზინფორმაციას და მანიპულაციას ვეწევი…(?! )
და ასე შემდეგ…. თან ყველამ უკვე იცის, რა არის ვაქცინის შემადგენლობა
ჩემი პასუხი ამ “ექსპერტებს” და “განათლებულ” ადამიანებს:
მე არ ვარ ფილოლოგი და ქართული სკოლაში არ მისწავლია, სულ ბოდიშს ვიხდი, რომ კარგად ვერ ვსაუბრობ/ვწერ ქართულად
მე არ ვარ სპორტსმენი (ბავშვობაში ჭიდაობაზე დავდიოდი), რომ აგიხსნათ, როგორ უნდა ივარჯიშო, რომ ჩემპიონი გახდე…
მე არ ვარ მსახიობი, მაგრამ მყავს მეგობარი ქუთაისელი მსახიობი დათო ლიკლიკაძე. იმას ვერასდროს ვაჯობებ
მე არ ვარ პოლიტიკოსი და პოლიტიკაზე ვერ ვისაუბრებ
მე არ მაქვს მარტო 8 კლასი დამთავრებული, სამწუხაროდ თუ საუბედუროდ სკოლა 10 წელი, სამედიცინო 6 წელი, მაგისტრატურა 1 წელი, სადოქტორო 5 წელი… მე-2 სადოქტორო 3 წელი (ვერ დავამთავრე ნერვები არ მეყო… სომალიში წავედი )
როცა გავხდი 43 წლის, გადავწყვიტე, რომ პენსიაზე წავსულიყავი…. და ახლა ვარ პენსიონერი, მაგრამ იმდენი ენერგია მაქვს, რომ მაინც ვარ ჩართული 10-ზე მეტ ორგანიზაციაში და ვაკეთებ მარტო იმას, რაც მე მინდა და რაც მე მომწონს
ვცხოვრობ ჟენევა – პარიზი – თბილისი და ეს ჩემი არჩევანია.”