ირაკლი კობახიძემ დიანა ტრაპაიძეს და ნიკა გვარამიას გარყვნილი ადამიანები უწოდა

ირაკლი კობახიძემ დიანა ტრაპაიძეს და ნიკა გვარამიას გარყვნილი ადამიანები უწოდა“ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე “ტვ პირველსა” და “მთავარ არხს” “ნაციონალურ მოძრაობასთან” ალიანსში ადანაშაულებს.

მეტიც, პარლამენტის გადაყენებული თავმჯდომარე აცხადებს, რომ დიანა ტრაპაიძე და ნიკა გვარამია ინფორმირებულები არიან, “რა ჩანაწერების გავრცელებას გეგმავს ,,ენმ”.

კიდევ უფრო მძიმე მოსასმენი იყო ჩვენთვის ,,ნაციონალური მოძრაობიდან” გამოჟონილი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ბოლშევიკური კამპანია არის მხოლოდ და მხოლოდ ფონის შემზადება. გარკვეული პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერების გავრცელებისთვის.

მოგეხსენებათ, ჩვენ ჩავატარეთ ბრიფინგი ამასთან დაკავშირებით, მამუკა მდინარაძის ბრიფინგი და ამის შემდეგ პარტიული ტელევიზიების ორმა წარმომადგენელმა, ნიკა გვარამიამ და დიანა ტრაპაიძემ, გაავრცელეს გარკვეული განცხადებები, სადაც ისინი კიდევ ერთხელ ადასტურებენ, რომ მთლიანად არიან საქმის კურსში იმ ჩანაწერთან დაკავშირებით, რომელიც უნდა გავრცელდეს ,,ნაციონალური მოძრაობის” მიერ. ეს პირდაპირ მიანიშნებს იმაზე, რომ ამ ორ გარყვნილ ადამიანს პირდაპირი ინფორმაცია აქვს იმ ყველაფერზე, რაც დაგეგმილია ენმ-ს მიერ”- თქვა კობახიძემ.