რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელი ვახტანგ ჩარკვიანია.
ის სამედიცინო დაწესებულებაში კორონავირუსის დიაგნოზით 12 დღის წინ შეიყვანეს. როგორც ირკვევა, სპორტსმენს ვირუსმა ფილტვები მნიშვნელოვნად დაუზიანა, რის გამოც ექიმებმა ფეხბურთელის გადარჩენა ვერ შეძლეს.
ვახტანგ ჩარკვიანი თბილისის „დინამოს“ აკადემიის აღზრდილი იყო და ბოლოს „ვიტ ჯორჯია 2“ – ში თამაშობდა.
ვახტანგ ჩარკვიანი ადვოკატ გაიოზ ჩარკვიანის შვილია. ამის შესახებ ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე დავით ასათიანი წერს:
„ღმერთო გააძლიერე ამ განსაცდელში ჩვენი კოლეგა Gaioz Charkviani და მისი ოჯახი“.

