ლევან ვასაძე – “დამიდასტურდა მეორე დიაგნოზიც… ეს არის სისხლის კიბო”

ლევან ვასაძე - "დამიდასტურდა მეორე დიაგნოზიც... ეს არის სისხლის კიბო"ლევან ვასაძემ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა:

„ვინც მე მგულშემატკივრობთ, ნუ დაიზაფრებით, სამწუხაროდ, უკვე დადასტურებული წინა დიაგნოზი, AL ტიპის ამილოიდოზი გაცილებით უფრო საშიში და აგრესიული დაავადებაა, ვიდრე თვით სისხლის კიბოც კი. ეს მონათესავე დაავადებებია და ხშირად ერთად მიდის, თუმცა ამ შემთხვევაში ძალიან უცნაურია მათი წარმოქმნა სრულიად ჯანმრთელ ორგანიზმში ასეთ მოკლე ვადებში.

ჩვენ ვეღარ უარვყოფთ, რომ ეს დაავადება შეიძლება იყოს გამოწვეული რადიაციის დასხივებითა და ინტოქსიკაციით, ანუ მოწამვლით. თუ ამილოიდოზის გამომწვევ მიზეზებში ეს მკაფიოდ გარკვეული არ არის, მიელომის შემთხვევაში პირდაპირ წერია, რომ ამის ერთ-ერთი მთავარი გამომწვევი მიზეზი არის რადიაციული დასხივება და მოწამვლა“.