მამუკა გამყრელიძემ ფეისბუქში დაწერა:
“ციცერონი აცრაზე მყავდა. გრძნობს ეს დედაარღნიანი თუ ლაპარაკი ესმის, ვერ გავიგე. ჩაცმა დავიწყე თუ არა ლოგინის ქვეშ დამემალა და ძლივს გამოვიტყუეთ ხორცის ნაჭრით.
ვეტკლინიკამდე ჩუმად იჯდა, მაგრამ იქ ისეთი ღრიალი მორთო, რომ უსურიის ვეფხვს შეშურდებოდა. ჩამაფრინდა საყვარელ ვარდისფერ პერანგზე და სულ შემომახია მკერდზეც და ზურგზეც. დავაკონკრეტებ, “საყვარელი ვარდისფერი პერანგი” !!!
ეს რომ ოჯახის რომელიმე წევრს ექნა, ფანჯრიდან გადაგდება არ აცდებოდა. ამას კი იქით მივეფერე! ვირიშვილი ეგა ! ჩემი ტრენაჟორის საზურგე უკვე ნაკუწებად არის ქცეული, ისე პორჭყნის. მე სადაც ვჯდები, იმ სკამთან მოვარდება, პორჭყნის და თან თვალებში მიყურებს ავი გამოხედვით. მე ვარ აქ დირექტორიო! პატარა მაინც იყოს. მოზვერივითაა ეს ვირიშვილი!
ციცერონი კი არა კალიგულა უნდა დამერქმია!”

