მარნეულში 80 წლის ქალი დააყაჩაღეს, ფული და ოქრო წაართვეს

მარნეულში 80 წლის ქალი დააყაჩაღეს, ფული და ოქრო წაართვეს მარნეულში გვიან ღამით, შულავერის დასახლებაში 80 წლის ქალს 3 მძარცველი სახლში შეუვარდა, გაკოჭა და ცივი იარაღის მუქარით ფული და ოქროულობა წაიღეს.

ცნობილი ხდება, რომ ქალი სახლში მარტო ცხოვრობდა. დღეს ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ.

ფაქტზე გამოძიება ქურდობის მუხლით დაიწყო. ჯერჯერობით დაკავებული არავინაა.