მძიმე ავარია იგოეთთან – 2 ადამიანი დაიღუპა, 3 დაშავდა

იგოეთთან ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. ამ დროისთვის უცნობია, რა გახდა ავარიის მიზეზი, რომლის შედეგადაც 2 ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, 3 კი დაშავდა.

მინივენის ტიპის მანქანა, ავტობანზე დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით მოძრაობდა.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო, სასწრაფო და სამაშველო ბრიგადები. მიმდინარეობს საგამოძიებო ღონისძიებები.

რუსთავი 2