“მეც მცემს და შვილიც ამიმხედრა” – 35 წლის ქალი მამაკაცს ძალადობას აბრალებს

"მეც მცემს და შვილიც ამიმხედრა" - 35 წლის ქალი მამაკაცს ძალადობას აბრალებსქალზე სავარაუდო ძალადობის შემთხვევა თბილისში – 35 წლის ქალი ყოფილ მეგობარ კაცს ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაში ადანაშაულებს.

ის ყვება, რომ მასზე ძალადობა ამ დრომდე გრძელდება, თუმცა სახელმწიფო უწყებები რეაგირებას არ ახდენენ.

ქალის თქმით, ყველაფერი მას შემდეგ დაიწყო, რაც სავარაუდო მოძალადეს ბინის გაყიდვასა და ფულის გადაცემაზე უარი უთხრა.

სავარაუდო მსხვერპლი ამტკიცებს, რომ კაცი ფსიქოლოგიურად ძალადობს მის არასრულწლოვან გოგონაზეც.

– თავდაპირველად შემომთავაზა სახლის ჩადება, რაზედაც უარი მიიღო. ფიზიკურადაც გამსწორებია ბევრჯერ. შვილიც დამაკარგვინა, იმ დონეზე ითამაშა ფსიქოლოგიურად. ჩემი შვილი ნინო მელაპარაკება ამ კაცის ენით. მეუბნება, რომ თუ მამუკა წინააღმდეგ წავალ, მასაც დავკარგავ.

ასე თუ გაგრძელდა, გავგიჟდები, – უთხრა ქალმა მთავარს.

მთავარი