ნათია ფანჯიკიძე – “ბედნიერი ვარ, ეკას რომ ვიცნობ… დედა უნდა მოარჩინოს…”

ნათია ფანჯიკიძე - "ბედნიერი ვარ, ეკას რომ ვიცნობ... დედა უნდა მოარჩინოს..."ნათია ფანჯიკიძის შვილი ეკა ალასანია 25 წლის გახდა, რის შესახებაც ნათია ფანჯიკიძემ ფეისბუქში დაწერა:

“ადამიანთა მოდგმის ადვოკატირებისთვის მოცარტები და სერვანტესები არ მჭირდებიან, ისიც მყოფნის, ეკას რომ ვიცნობ. კარგა ხანია, სხვა ძალაუფლება მასზე არ გამაჩნია, უბრალოდ ბედნიერი ვარ, რომ ვიცნობ, ხო, იმიტომ, რომ გავაჩინე, მას მერე 25-ე დაბადების დღე აქვს და ამ დროში ისე მკვეთრად გამასწრო აზროვნების სიღრმითაც და სიმაღლითაც და სიგანითაც გამისწრებს ძალიან მალე (წაკითხულ წიგნებს ვზომავ სიგანეში),

ისღა დამრჩენია, ავე ეკამეთქი შევძახო. არ უყვართ ჩემ შვილებს, რომ გამოვფენ ხოლმე, მაგრამ დღევანდელი დღე მეც ხომ მეკუთვნის ცოტათი და უამრავი არ მაქვს ასეთი მნიშვნელოვანი დღე. ისეთ ცხოვრებას ვუსურვებ, როგორსაც იმსახურებს თავისი უკიდეგანო კეთილშობილებით. გულში კი ბანალურად, მინდა, ბედნიერი იყოს.
პ.ს. რას სწავლობს და, ფსიქოთერაპევტი უნდა გახდეს. დედა უნდა მოარჩინოს.”