ზუგდიდის საკრებულოს წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“ დათა შელია სოციალურ ქსელში წერს:
„მოგესალმები ჩემო ძვირფასო ანაკლიელებო. ჩემთვის დიდი პატივი იყო ოთხი წლის განმავლობაში ვყოფილიყავი ანაკლიის მაჟორიტარ-დეპუტატი,თქვენთვის პირნათლად რომ მემსახურა მიუხედავად ყველაფრისა უფრო მეტის გაკეთება მინდოდა თითოეული თქვენთაგანისთვის და ანაკლიისთვის რომელიც ბევრი რამ ვერ მივიყვანე ბოლომდე. არსებული სიტუაციიდან გამომდინარე ობიექტური მიზეზების გამო უარს ვამბობ კენჭი ვიყარო ანაკლია,ერგეტა,ორულუ,და დიდინეძის მაჟორიტარად. მე ბრძოლას არ შეწყვეტ ანაკლიის და ჩემი ხალხის საკეთილდღეოდ და სანამ შემეძლება როგორც ყოველთვის შემდგომშიაც თქვენს გვერდით ვიქნები დიდი სიყვარულით თქვენი დათა შელია”.

