ნიკა გვარამია შალვა ნათელაშვილს დაემშვიდობა – “ბავშვიყლაპიაც ხართ, დიდებყლაპიაც და ქარიყლაპიაც”

ნიკა გვარამია შალვა ნათელაშვილს დაემშვიდობა - "ბავშვიყლაპიაც ხართ, დიდებყლაპიაც და ქარიყლაპიაც"შალვა ნათელაშვილის კრიტიკულ პოსტს ნიკა გვარამიამ ფეისბუქში ასე უპასუხა:

“ეს არის ჩემი ბოლო კომუნიკაცია ბატონ შალვა ნათელაშვილთან, კომენტარი მის სამარცხვინო სტატუსზე.
პასუხსაც არ გაგცემთ, ბატონო შალვა. უკვე ღირსების საკითხია თქვენთან დამშვიდობება. და ბავშვიყლაპია მე კი არ ვარ, თქვენ ხართ – 25 წელი რომ სამ ტანცუიუ სამ პაიუს აკეთებთ პარტიისგან, რომელიც ჯერ კიდევ 20 წლის წინ რეიტინგების ლიდერი იყო და დღეს, თქვენი ეგოცენტრიზმის გამო, ერთი მისხალით არ გაზრდილა. პირიქით, დიდი ტემპით და შეუქცევადად დეგრადირებს.

სრულიად ცხადია, რომ სანამ არსებობთ მაგ პარტიაში, ბავშვი ყლაპიაც, დიდებყლაპიაც თქვენ ხართ, და პოლიტიკაში უკვე ქარიყლაპიად იქეცით ერთიდა იგივე ტექსტების გამეორებით უკანასკნელი 20 წელის განმავლობაში და წარმატებას მხოლოდ სრულიად არასერიოზული აღქმის პერსონად საკუთარი თავის გამოძერწვაში მიაღწიეთ (არადა შეუძლებელია თქვენი ნიჭიერების არაღიარება). მაგრამ, ეს თქვენი არჩევანია. ჩემთვის გულდასაწყვეტი არჩევანი.
დღეს ედისონის კვლევები ქვეყნდება ფორმუlლაზე. დაველოდები შედეგებს. და თუ ეს შედეგები ჩვენსას დაემთხვევა, ან ბოდიშს მოხდას აირჩევთ, ან პოლიტიკური სახადი გახდებით.
სხვაფრივ მშვიდობით მეყოლეთ. ნუ შეგეშინდებათ, თქვენს თხოვნა-მუდარა-შემოთავაზებენზე არსად არავისთან არასდროს არ ვისაუბრებ.
ps მეტი კომენტარი ჩემგან ბატონ ნათელაშვილზე აღარ იქნებს. არ ვაპირებ, უღირსობას უღირსობით ვუპასუხო.”