პროკურატურა ტვ პირველში შევიდა

პროკურატურა ტვ პირველში შევიდაპროკურატურა ტვ პირველში – საგამოძიებო უწყების წარმომადგენლები ტელევიზიაში იმის დასადგენად მოვიდნენ, როდის და ვის მიერ იქნა გამოგზავნილი ბმული, სადაც სუსი-ს საიდუმლო ფაილები იყო ატვირთული.

პროკურატურის შუამდგომლობის შემდეგ ტვ პირველი დათანხმდა, ეჩვენებინა როდის და საიდან შემოვიდა შეტყობინება ტელევიზიის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე.

არხის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელის, ნოდარ მელაძის თქმით, პროკურორი ტელევიზიაში წინასწარი შეთანხმებით მოვიდა. შოთაძის უწყება ტელეკომპანიას იმ ფაილების გადაცემას სთხოვს, რომელიც ისედაც ხელმისაწვდომია.

“ტვ პირველის” საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი ამბობს, რომ არხი თანამშრომლობისთვის მზად არის თუმცა ოფიციალური გვერდის პაროლების შეყვანას პროკურატურის კედლებში ნამდვილად არ აპირებენ:

– ამ წუთებში, ჩვენი თანდასწრებით ხდება დათვალიერება, როგორ შემოვიდა ფაილი. მათი მხრიდან იყო თხოვნა, იქნებ გადაგვეცა ის ფაილები, რომლებიც  ჩამოვტვირთეთ. ჩვენ პროკურატურას რამდენჯერმე გავუმეორეთ, რომ ბმული, საიდანაც მოხდა ჩამოტვირთვა, ახლაც ხელმისაწვდომია და ამის გაკეთება მათაც შეუძლიათ, თუმცა ისინი მაინც ჩვენ მიერ ჩამოტვირეთულ ფაილებს ითხოვენ. კი ბატონო, რა მასალებიც ჩვენ გვაქვს ჩამოტვირთული მესხიერების ბარათზე გადავუწერთ და გავატანთ, – განმარტა მელაძემ.
ტვ პირველი