ქართველებმა ერაყში 2,5 მილიონი დოლარი და 4 კგ ოქრო მოიპარეს

ქართველებმა ერაყში 2,5 მილიონი დოლარი და 4 კგ ოქრო მოიპარესსაუკუნის ძარცვა ერაყში ქართველების მონაწილეობით. საქართველოს მოქალაქეებმა უმდიდრესი ერაყელის, ოქროთი მოვაჭრის,  სახლიდან 4 კილო ოქრო და თითქმის 3 მილიონი დოლარის გატანა შეძლეს.

ქართველმა დამხმარემ, რომელიც ოქროთი მოვაჭრის სახლში მუშაობდა, ორ თანამზრახველთან ერთად შეძლო 2 მილიონ 600 ათასი დოლარის და 4 კილოგრამი ოქროს მოპარვა. მის დასახმარებლად ორი ადამიანი საქართველოდან ჩამოვიდა.  ბრალდებულებმა შეძლეს გაქცევა საქართველოში, მანამდე ნაქურდალი ფული და ოქრო დამალეს ქალაქის ერთ-ერთ სამალავში.

ერაყში მათ დატოვეს ქართველი თანამზრახველები, რომელთა დახმარებითაც,  მოპარული  მილიონებისა და ოქროს საქართველოში ჩამოტანას გეგმავდნენ.
საუკუნის ძარცვა სისრულეში ვერ მოვიდა. ერაყის შეიარაღებულმა ძალებმა დანაშაული ცხელ კვალზე გახსნეს.  მიაგნეს სამალავს, საიდანაც ოქრო და მილიონები ამოიღეს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მომხდარის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს.

ტვ პირველი