ჟურნალისტმა ქეთევან ქარდავამ ფეისბუქში დაწერა:
“ეს სურათი დაახლოებით 10 დღის წინ არის გადაღებული უკვე საგრძნობი პროგრესის დროს. წავიქეცი, სახის მძიმე ტრავმა მივიღე, ჩამემსხვრა კბილები, დამჭირდა ქირურგიული ჩარევა. ოპერაციას თანმდევი პროცესი მოჰყვა. სახის შეშუპება, სილურჯე, ძლიერი ტკივილები, ჭრილობა, შეგუება დროებით, მაგრამ მაინც კბილების გარეშე ყოფნასთან, ლაპარაკის სწავლა…
ერთი წუთითაც კი არ გამიკეთებია სამუშაო პაუზა და მძიმე გრიმით, ძლივს დაფარული შავი თვალებით დელეგაციის ვიზიტიც გავაშუქე, ჩართვებიც მქონდა და შესვენებაზე არც კი მიფიქრია.
ძალიან ბევრი გეგმა, რეპორტაჟი და ექსკლუზივი მაქვს დაგეგმილი იმედზე. თქვენთან ვირტუალურ რეჟიმში კონტაქტი დროებით შეზღუდული მქონდა. FB დაიბლოკა და მეილი გატყდა. ახალი FB ახალი ფორმით დაბრუნდა.
თუ დეპრესია შემომაწვა ან მეხსიერების პრობლემები გამიჩნდა, ზუსტად ვიცი, თუ სად და ვისთან გავიარო კონსულტაცია ვენაში.
ბატონი ბაღეის პაციენტობა ჯერ არ მემუქრება. 45 წლის მერე შეიძლება. ყოველთვის სიამოვნებით მიმიღებს. დიდი მადლობა ტელეკომპანია იმედს წლების წინ გამოცხადებული ნდობისთვის და მუშაობაში მაქსიმალურად ხელის შეწყობისთვის.
იმედზე არ უნდა მუშაობდეო, დატოვე იმედიო, იმედზე იმედისნაირი გახდი და დაეციო. დავეცი ნამდვილად. ოღონდ ფიზიკურად. ახლა ყველაფერი წესრიგშია. სახე დავიბრუნე ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით და ყველაზე მეტად ეს მახარებს.
და ბოლოს, წარმატებები და პატივისცემა მერობის ყველა კანდიდატს. ფავორიტები მყოლია, მაგრამ არცერთ არჩევნებზე საარჩევნო ყუთთან არ მივსულვარ. ამჯერადაც ვერ ავირჩევ ჩემი მშობლიური და ლამაზი ქალაქის მერს. წარმატებები ყველას და შევხვდებით ტვ-ს ეკრანებზე.”

