რა კავშირშია ნიკა კვარაცხელიას მკვლელობა 20 წლის წინ დავით კაკულიას მკვლელობასთან – რა ვერსიებზე მუშაობს გამოძიება

რა კავშირშია ნიკა კვარაცხელიას მკვლელობა 20 წლის წინ დავით კაკულიას მკვლელობასთან - რა ვერსიებზე მუშაობს გამოძიებათბილისში ჩაცხრილული 22 წლის ახალგაზრდა- ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის ფაქტზე გამოძიება რამდენიმე ვერსიაზე მუშაობს. ერთ-ერთის მიხედვით, მკვლელობა ნიკა კვარაცხელიას მამის კრიმინალურ საქმიანობას უკავშირდება.

ნიკა კვარაცხელიას მამა, გია კვარაცხელია, კანონიერი ქურდია, ერთ-ერთი ვერსიით, მან 20 წლის წინ ასევე კრიმინალური ავტორიტეტი, დავით კაკულია, მოკლა. კაკულიას შვილმა შურისძიება სისრულეში 20 წლის შემდეგ მოიყვანა. სამეგრელოში, სადაც კაკულია ცხოვრობს, ამბობენ, რომ მოკლული კვარაცხელიას მამა შვილიშვილს უნერგავდა აზრს, რომ მამის გამო შური უნდა ეძია.

არსებობს ვერსია, რომ ნიკა კვარაცხელიას მკვლელი მისი მამის ნათლულია.

ნიკა კვარაცხელია ცოტა ხნის წინ პროზექტურიდან ვერაზე, ანჯაფარიძის ქუჩაზე, ნაქირავებ სახლში გადაასვენეს. მას შემდეგ, რაც მის დედა იტალიიდან ჩამოვა, იგეგმება ცხედრის გადასვენება სამეგრელოში, წალენჯიხის რაიონში.

ტვ პირველი