რუსთავში 60 წლის მამაკაცმა პოლიციელებს აგინა

რუსთავში 60 წლის მამაკაცმა პოლიციელებს აგინარუსთავში, ლეონიძის ქუჩაზე ხმაური იყო.

საინფორმაციო სააგენტო “ინფო რუსთავის” ინფორმაციით, ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის მდგმურებმა ქირის გადახდა ვერ მოახერხეს და მეპატრონის მოთხოვნით ბინის დაცლას ცდილობდნენ, როდესაც მათ შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

ბინის მეპატრონემ ადგილზე საპატრულო პოლიცია გამოიძახა.

სამართალდამცავების გამოჩენამ ერთ-ერთი მდგმურის, 60 წლამდე მამაკაცის გაღიზიანება გამოიწვია და  პოლიციელებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

პოლიციელისთვის სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებისთვის კაცი ადგილზევე დააკავეს და განყოფილებაში გადაიყვანეს.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო და კრიმინალური პოლიციის 3 ეკიპაჟი.