სალომე ზურაბიშვილმა დემნა გვასალია ღირსების მედლით დააჯილდოვა.
ამის შესახებ პრეზიდენტის ფეისბუქ-გვერდზეა ნათქვამი..
“სოხუმის დაცემის დღე მთელი საქართველოსთვის გლოვის დღეა, ჩვენი დროშები დაშვებულია, მაგრამ დღეს მე რომ აქ, თქვენთან ერთად ვარ, რათა ეს სახელმწიფო ჯილდო გადმოგცეთ, ეს ნიშნავს, რომ სადღაც ჩვენ მაინც უკვე გავიმარჯვეთ.
პრეზიდენტმა მოდის დიზაინერი დემნა გვასალია ღირსების მედლით დააჯილდოვა,” – წერია სალომე ზურაბიშვილის ფეისბუქ-გვერდზე.
დაჯილდოება პარიზში, მოდის სახლ ბალენსიაგაში გაიმართა.
დემნა გვასალიამ მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტს სახელმწიფო ჯილდოსა და მისი ხელოვნების აღიარებისათვის.