ყვარელში, “საქართველოს ბანკის” ფილიალზე თავდამსხმელს ხელყუმბარა უჭირავს – ამის შესახებ ჟურნალისტებთან თვითმხილველმა განუცხადა, რომელმაც ბანკში შესული დამნაშავე დაინახა.
მისი ინფორმაციით, მამაკაცი სამხედრო სამოსშია გამოწყობილი და სახეზე ნიღაბი უკეთია. მან მძევლად აიყვანა რამდენიმე პირი, რომლებიც შენობაში ამ წუთებშიც იმყოფებიან.
შეგახსენებთ, რამდენიმე წუთის წინ ყვერელში “საქართველოს ბანკის” ფილიალს თავს დაესხნენ. ჯერ-ჯერობით უცნობია, რამდენი მძევალი აიყვანა დამნაშავემ და მოქმედებს თუ არა მარტო. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო და სასწრაფო ბრიგადები, ასევე პოლიციის რამდენიმე დანაყოფი.

