“მთავარი არხის” ინფორმაციით, ავსტრალიის მოქალაქის, შანე ბრუკის მკვლელი 33 წლის რაფაელ მურსაკულოვია, რომელიც თბილისში, გოგებაშვილის ქუჩაზე, შანაი ბრუკის მეზობლად ცხოვრობდა.
“პირველების” მიერ მოპოვებული დოკუმენტებით ოფიციალურად დგინდება, რომ რაფაელ მურსაკულოვი ,,ქართული ოცნების” წევრია.
უფრო კონკრეტულად, მურსაკულოვი მთაწმინის ოლქში, საარჩევნო კომისიაში დამკვირვებლად, 2021 წლის 23 აგვისტოს დანიშნეს – ანუ სასტიკი მკვლელობიდან რამდენიმე დღეში.
“ტვ პირველმა” ასევე მოიპოვა ფოტომტკიცებულებაც, რომელიც საარჩევნო შტაბშია გადაღებული. მურსაკულოვი ოცნების წევრთან პოზირებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროსგან განსხვავებით, 33 წლის ბრალდებული მმართველ პარტიასთან საკუთარ კავშირს არ მალავდა,
რაფაელ მურსაკულოვს facebook-ის პირად გვერდზე სამუშაო ადგილად “ქართული ოცნება” აქვს მითითებული.

