სოსო ფხაკაძემ სისხლიანი ბანერების ადგილები “ოცნებას” უსასყიდლოდ დაუთმო

სოსო ფხაკაძემ სისხლიანი ბანერების ადგილები "ოცნებას" უსასყიდლოდ დაუთმოსისხლიანი ბანერების გასაკრავად “ქართულ ოცნებას” სოსო ფხაკაძემ ადგილი უსასყიდლოდ დაუთმო. “ვისოლის” პრეზიდენტი ხელისუფლებასთან დაახლოებულ ბიზნესმენად მოიაზრება. სოსო ფხაკაძე კითხვებს არ პასუხობს.

“პირველების”  წყაროს ინფორმაციით, არ არსებობს დამკვეთის მიერ სარეკლამო კომპანიისთვის გადარიცხული თანხის ქვითარი, რითაც დასტურდება რომ საბანერე სივრცე “ოცნების” სიძულვილის კამპანიას უსასყიდლოდ დაეთმო.

“პირველების” ინფორმაციით, სისხლიანი ბანერები მთელი ქვეყნის მასშტაბით მამუკა მდინარაძის იდეით განთავსდა, თუმცა მმართველმა პარტიამ ბანერების დაკვეთაზე პასუხისმგებლობა ქუთაისელ ბიზნესმენ, მიხეილ გაბრიაძეს დააკისრა. “პირველების” ინფორმაციით,  მიხეილ გაბრიაძე წარსულში ნასამართლევია და მას პრობლემები სამართალდამცავ უწყებებთან დღესაც აქვს.არ არის გამორიცხული, რომ პასუხისმგებლობა გაბრიაძემ  საკუთარ თავზე სწორედ ამიტომ აიღო.

სისხლიანი ბანერები მთელი ქვეყნის მასშტაბით 17 სექტემბერს გამოჩნდა. მასზე გამოსახული არიან ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და კრიტიკული მედიის წარმომადგენლები.

ტვ პირველი