სროლა კეკელიძის ქუჩაზე

სროლა კეკელიძის ქუჩაზეწუხელ ღამით, თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე სროლა იყო. არსებული ინფორმაციით, სროლას წინ დაპირისპირება უძღოდა, გასროლა კი პნევმატური იარაღით მოხდა.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

როგორც “ინტერპრესნიუსს” შსს-ში განუცხადეს, გამოძიება 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

სავარაუდო დამნაშავე იდენტიფიცირებულია და აქტიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.